რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების მსვლელობა აღმაშენებლის ხეივანში დასრულდა.
მსვლელობისას მოხდა რამდენიმე ინციდენტი. არსებული ინფორმაციით, ადმინისტრაციული წესით დაკავებულია აქციის 3 მონაწილე. სიტყვიერი დაპირისპირება იყო აქციის მონაწილეებსა და ავტომანქანების მძღოლებს შორის.
მანამდე რადიკალური ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები ცესკოსთან იმყოფებოდნენ, სადაც სხდომის პარალელურად, აქციას მართავდნენ. რამდენიმე ათეული ადამიანი ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან დილიდან შეიკრიბა.
კომენტარები