თურქეთში მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაშავებული მოქალაქეები, ამ დროისთვის ქალაქ რიზეს საუნივერსიტეტო კლინიკაში არიან გადაყვანილი, იქ იმყოფებოდა საქართველოს კონსულიც. ამის შესახებ რუსთავი 2-ს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
საქართველოს ერთი მოქალაქე დაიღუპა და 6 დაშავდა ავტოავარიის შედეგად. თურქული მედიის ცნობით, ქალაქ რიზესთან, სამგზავრო მიკროავტობუსი, საპირისპირო მიმართულებით მოძრავ ავტომობილს შეეჯახა.
უწყების ინფორმაციი, გარდაცვლილი უკვე გადმოასვენეს საქართველოში. ავტოავარიის მიზეზებს თურქი სამართალდამცველები იკვლევენ. თურქული მედიის ცნობით, შეჯახების შედეგად, სამგზავრო მიკროავტობუსს ცეცხლი მოეკიდა.
კომენტარები