„მცხეთაში, 49 ჰექტარზე, საპატრიარქო მეორე იერუსალიმის აშენებას აპირებს, გეთსამანიის ბაღი უნდა გავაშენოთო“, – აცხადებს გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში მცხეთის მკვიდრი, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, ამერიკის სასამართლო მეცნიერებათა აკადემიის წევრი შოთა კოზმანაშვილი.
შოთა კოზმანაშვილი ინტერვიუში ამბობს, რომ მან რამდენჯერმე მიმართა მცხეთის გამგეობას, რათა მისთვის მიწის ნაკვეთი მიეცათ.
მისივე თქმით, მას მიწის ნაკვეთი შვილებისთვის სახლის ასაშენებლად სურდა, თუმცა უარი მიიღო. კოზმანაშვილის ინფორმაციით, მცხეთის ტერიტორია ადგილობრივი მოსახლეობისთვის შეზღუდულია, რადგან მცხეთის უდიდესი ტერიტორია საპატრიარქოს კუთვნილებაა. მისივე თქმით, საპატრიარქო მცხეთაში მეორე იერუსალიმის აშენებას აპირებს.
„გეთსამანიის ბაღის ტერიტორია 2 ათასი კვადრატული მეტრია, 49 ჰექტარი რად უნდათ? მამა მიქაელ ბოტკოველთან მივედი. მითხრა – ვერ ჩავერევით, იჩივლეთ, ეს საქმე ჩვენი კი არა, სახელმწიფოს გადასაწყვეტიაო. თქვენი წარმომადგენელი მოავლინეთ მცხეთაში-მეთქი , ესენი რომ მოვავლინოთ, თქვენს წინააღმდეგ წავლენო. საუბარია მამა ბესარიონ მენაბდეზე და მეუფე დავით მახარაძეზე, რომელთაც მცხეთაში ებრაელი ინვესტორები მოჰყავთ და კარნახობენ, სად რა უნდა გაკეთდეს, რა უნდა გაიყიდოს. ებრაელებისთვის მიწების მიყიდვის პოზიცია რომ გაიმყარონ, ამბობენ, ამ მიწებზე ანტიკური ხანის ებრაელების სასაფლაო იყოო. ებრაელების ჯგუფი უკვე მუშაობს ამ საკითხზე. მამა მიქაელ ბოტკოველს ვუთხარი – განა ერი და ბერი ერთად არ უნდა იყოს და მრევლის ინტერესები არ უნდა დაიცვათ-მეთქი? მისი პასუხი ასეთია: რომ ჩავერიოთ, თქვენ წინააღმდეგ წავალთო. ეს ტერიტორია არის ჯვრის მონასტრის ქვემოთ, სვეტიცხოველთანაც კერძო პირს სასტუმრო ჰქონდა აშენებული, ჩამოართვეს და ეს ტერიტორიაც საპატრიარქოს გადასცეს. ეს სასტუმრო ამჟამად მიტოვებულია. ჩამოსული იყო იუნესკოს წარმომადგენელი, მაგრამ არ შეგვახვდრეს“ – აცხადებს შოთა კოზმანაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.
მორიგი სკანდალი სამღვდელოების გარშემო
2017/04/10 14:08:38
კომენტარები
ნანახია: 2646 ჯერ