გისურვებთ 7 ნოემბერს, გილოცავთ ამ თვეს, – ასე მიმართა სახელმწიფო უნივერსიტეტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ტელეკომპანია „იმედის“ გადამღებ ჯგუფს.
„იმედის“ გადამღებ ჯგუფს კვლავ აქციის მონაწილეების მხრიდან ზეწოლის, შეურაცხყოფისა და უცენზურო შეძახილების ფონზე უხდება მუშაობა. ისინი ცდილობენ, ხელი შეუშალონ „იმედის“ ეთერში პირდაპირ ჩართვას და გადამღები ჯგუფის მუშაობას ხმაურით, ასევე ცდილობენ, არ მისცენ გადაღების საშუალება ოპერატორს. ამასთან, გადამღებ ჯგუფზე ზეწოლა პირდაპირ ეთერში ჩართვის დასრულების შემდეგაც გაგრძელდა. ჟურნალისტს შეასხეს წყალი, ასევე სცადეს ტელეკომპანიის კუთვნილი ტექნიკის დაზიანება.
ამ დროისთვის საპროტესტო აქცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მიმდინარეობს. ოპოზიციის ლიდერების განცხადებით, მათი გეგმა არის ის, რომ დარჩნენ უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე.