„იმედის“ ჟურნალისტის, დიტო ყირიმლიშვილის გამოკითხვა საგამოძიებო უწყებაში დასრულდა. როგორც დიტო ყირიმლიშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა, მან გამოძიებას ინფორმაცია მიაწოდა 19 ნოემბრის აქციაზე მომხდარი ინციდენტების შესახებ.
„19 ნოემბრის აქციასთან დაკავშირებით გამოძიების კითხვებს ვუპასუხეთ. საუბარია როგორც მელიქიშვილის ქუჩაზე, ასევე ვარაზისხევის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტებზე. იყო განსაკუთრებული აგრესია მთელი დღის განმავლობაში, თუმცა განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პირდაპირი ტრანსლაცია იწყებოდა „ქრონიკის“ ეთერში“, – განაცხადა ყირიმლიშვილმა.
კომენტარები