პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი იხსნება – 5 წლის წინ გაჩენილი ხანძრის შემდეგ დაწყებული რესტავრაცია ფინალურ ეტაპზეა. გახსნის საზეიმო ცერემონია 8 დეკემბერს გაიმართება.
2019 წლის აპრილში ხანძარმა მე-12 საუკუნის არქიტექტურის შედევრი მნიშვნელოვნად დააზიანა. დღემდე უცნობია ცეცხლის გაჩენის კონკრეტული მიზეზი, საფრანგეთის პროკურატურა ორ ვერსიას განიხილავს – ნამწვავის აალება ან გაუმართავი ელექტროგაყვანილობა.
პარიზში შენობის აღდგენაზე 500 სპეციალისტი ხუთი წელი მუშაობდა. პროექტის ღირებულებამ 550 მილიონი ევრო შეადგინა.
კომენტარები