ამერიკის შეერთებული შტატები ვერ ხედავს იმის ნიშნებს, რომ რუსეთი უკრაინაზე ბირთვული დარტყმის მისაყენებლად ემზადება, განაცხადა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის სპიკერის მოადგილემ საბრინა სინგჰმა.
„ჩვენ არ გვაქვს არავითარი ნიშანი იმისა, რომ რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის გამოყენებისთვის ემზადება. ჩვენც ვერ ვხედავთ რამე ისეთ ცვლილებებს, რომელსაც ჩვენ ჩვენს ბირთვულ სტრატეგიაში შევიტანდით“, – თქვა პენტაგონის წარმომადგენელმა.
ის აგრეთვე გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ ბირთვულ დოქტრინაში შეტანილ ცვლილებებს, რომლის თანახმადაც რუსეთი იტოვებს უფლებას გამოიყენოს, ბირთვული იარაღი მისი ან მისი მოკავშირეების წინააღმდეგ მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების საპასუხოდ. „ეს არის ისეთივე უპასუხისმგებლო რიტორიკა, რომელსაც ჩვენ ვხედავდით და ვისმენდით უკანასკნელი ორი წლის მანძილზე“, – თქვა სინგჰმა.
პენტაგონის სპიკერის მოადგილის თქმით, აშშ და რუსეთის ომში არ იმყოფებიან, თუმცა მოსკოვი ესკალაციას აგრძელებს.