„რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა, მეტ გეტცმა, რომელიც აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე წარადგინა, საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
„უსამართლო იქნებოდა გარდამავალ პერიოდში ყურადღების ჩემზე გადატანა. ჩემთვის სამუდამოდ იქნება დიდი პატივი, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა დამასახელა იუსტიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელად და, დარწმუნებული ვარ, ის გადაარჩენს ამერიკას“, – აღნიშნა მეტ გეტცმა.
ოთხშაბათს, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ეთიკის კომიტეტმა, შეხვედრის შემდეგ, არ მიიღო გადაწყვეტილება სექსუალური შევიწროების საქმის შესახებ ანგარიშის გამოქვეყნების შესაძლებლობის შესახებ, რომელიც კონგრესმენს უკავშირდება.
მანამდე NBC-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ის კონგრესმენად მუშაობის დროს ეჭვმიტანილი იყო სექსუალურ შევიწროებაში, ნარკოტიკების მოხმარებასა და ქრთამის აღებაში.