უკრაინის პარლამენტის წევრმა, ტარას ბატენკომ განაცხადა, რომ უკრაინის პარლამენტის ხელმძღვანელობა და სახალხო დეპუტატები გააფრთხილეს, რომ უახლოეს დღეებში რუსეთმა შესაძლოა პარლამენტის შენობას დაარტყას. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
„უკრაინის პარლამენტზე უახლოეს დღეებში სარაკეტო თავდასხმის საფრთხის შესახებ გვაცნობეს. ვნახოთ, ეს მოხდება თუ არა. მაგრამ მე ვხედავ, რომ პუტინმა მაქსიმალურად გაზარდა ფსონები უკრაინელი ხალხისთვის“, – აღნიშნა ტარას ბატენკომ.
კომენტარები