უკრაინის თავდასხმის შედეგად კურსკის ოლქში ჩრდილოკორეელი გენერალი დაიჭრა, – ამის შესახებ „უოლ სთრით ჯორნალი“ დასავლელ ანონიმურ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს.
წყაროს თქმით, ჩრდილოეთ კორეის გენერალი უკრაინის მიერ კურსკის ოლქში ბოლო თავდასხმის დროს დაიჭრა, თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, როგორ დაიჭრა ან რომელ გენერალზეა საუბარი.
„უოლ სთრით ჯორნალის“ ცნობით, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც დასავლეთმა დაადასტურა ჩრდილოეთ კორეის მაღალი რანგის სამხედრო პირის დაშავება.
გაზეთმა მანამდე დაადასტურა, რომ ჩრდილოეთ კორეამ რუსეთში გენერალ-პოლკოვნიკი კიმ იონ ბოკი გაგზავნა ჩრდილოკორეელი ჯარისკაცების სამეთაუროდ. მათივე ცნობით, ეს გენერალი ჩრდილოეთ კორეის ათ უმნიშვნელოვანეს სამხედრო გენერალს შორისაა.
კომენტარები