აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინს ნეთანიაჰუს დაკავების ორდერის გაცემა აღმაშფოთებელ ფაქტად შეაფასა. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ისრაელსა და დაჯგუფება „ჰამასს“ შორის ეკვივალენტობა არ არსებობს. თეთრი სახლის ლიდერის, განმარტებით, ვაშინგტონი ისრაელის გვერდით დგომას ურყევად განაგრძობს.
ცნობისთვის, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ნეთანიაჰუსა და გალანტის დაკავების ორდერები გუშინ გასცა. მოსამართლეები ფიქრობენ, რომ ნეთანიაჰუსა და გალანტს, სავარაუდოდ, ღაზის სექტორში ჩადენილი აქვთ სამხედრო დანაშაული და დანაშაული კაცობრიობის წინაშე.
კომენტარები