აშშ-ის შტატ ალაბამაში წელს მესამედ ადამიანი სიკვდილით აზოტის გამოყენებით დასაჯეს. ინფორმაციას NBC News-ი ავრცელებს.
„ალაბამის მსჯავრდებული გასამართლებული იყო მკვლელობისთვის, რომელიც მან 1994 წელს ჩაიდინა. ის გარდაიცვალა ხუთშაბათს სიკვდილით დასჯის შედეგად, აზოტური ჰიპოქსიით. ეს იყო წელს სიკვდილით მესამე დასჯა“, – იუწყება ამერიკული ტელეარხი.
მსჯავრდებულს კერი დეილ გრეისონი ერქვა. ის 50 წლის იყო. ბრალდებულმა მის უკანასკნელ სიტყვაში განაცხადა, რომ 30 წლის განმავლობაში ნანობდა ჩადენილ დანაშაულს.
რაც შეეხება საქმის დეტალებს, მასალებიდან ირკვევა, რომ 1994 წელს კერი დეილ გრეისონმა სამ თანამზრახველთან ერთად მოიტაცა და მოკლა გოგო, რომელიც ავტოსტოპით ტენესიდან ლუიზიანაში მოგზაურობდა.
აშშ-ში სიკვდილით დასჯა აზოყტის გამოყენებით წლებია კრიტიკის საგანია. ალაბამაში ამა წლის იანვარში აზოტის გამოყენებით 58 წლის კენეტ იუჯინ სმიტი სიკვდილით დასაჯეს. მაშინ გაერომ და ევროკავშირმა სიკვდილით დასჯის ასეთი მეთოდი გააკრიტიკეს, ხოლო თეთრი სახლის ადმინისტრაციამ ღრმა მწუხარება გამოთქვა ასეთი მეთოდის გამო.
ალაბამაში აზოტის გამოყენებით სიკვდილით დასჯის მეორე შემთხვევა ამა წლის სექტემბერში მოხდა.