ახალი რაკეტის გამოყენებით რუსეთი დასავლეთს მუქარის გზავნილს უგზავნის, – წერს ამერიკული გაზეთი The New York Times-ი.
სტატიაში აღნიშნულია, რომ საშუალო მანძილზე მოქმედ ბალისტიკურ რაკეტას არ ჰქონდა ბირთვული იარაღი, თუმცა ის სტრატეგიული არსენალის ნაწილია, რომელსაც შეუძლია ბირთვული კომპონენტის გამოყენება.
„პუტინი ხშირად იმუქრებოდა ბირთვული იარაღით დასავლეთის დაშინებისა და უკრაინისთვის დახმარების ნაკადის შეჩერების მცდელობაში. მაგრამ გუშინდელმა დარტყმამ და პუტინის შემდგომმა საჯარო მუქარამ მნიშვნელოვნად გაზარდა დაძაბულობა“, – ნათქვამია სტატიაში.
სამხედრო ანალიტიკოსმა, ივან კირიჩევსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას არ აქვს რადარები, რომლებსაც შეუძლიათ ფრენის დროს ასეთი რაკეტების აღმოჩენა. ასევე არ არსებობს შესაბამისი საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომლებსაც შეუძლიათ მათი ჩამოგდება.
უკრაინის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კოსტენკომ განაცხადა, რომ გუშინდელი დარტყმა არ აიძულებს უკრაინას შეცვალოს ომის წარმოების მეთოდი, განსაკუთრებით რუსეთის ტერიტორიაზე მიზნებზე შემდგომი თავდასხმების კუთხით.