რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა მხარი დაუჭირა საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტა „ორეშნიკის“ შეიარაღებაში მიღების წინადადებას.
მანამდე რუსეთის სტრატეგიული სარაკეტო ძალების მეთაურმა, სერგეი კარაკაევმა შესთავაზა რუსეთის პრეზიდენტს, სარაკეტო სისტემა „ორეშნიკის“ შეიარაღებაში მიღება.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ერთ-ერთ ობიექტზე კომბინირებული დარტყმა განახორციელეს.
„პირველად საბრძოლო პირობებში, შეტევაში წარმატებით იყო გამოყენებული საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტა „ორეშნიკი“, არაბირთვული ჰიპერბგერითი აღჭურვილობით“, – აღნიშნეს უწყებაში.
კომენტარები