ფილიპინების ვიცე-პრეზიდენტი სკანდალურ განცხადებას აკეთებს. სარა დუტერტე ღიად ამბობს, რომ დაიქირავა მკვლელი, რომელიც პრეზიდენტს და პირველ ლედის მოკლავს, თუ მას მოკლავენ. სარა დუტერტეს ეჭვი აქვს, რომ მას მოკლავენ – ღია მუქარის გავრცელების მიზეზად სწორედ ეს სახელდება.
ვიცე-პრეზიდენტის განცხადებას პრეზიდენტის ოფისი გამოეხმაურა, სადაც აღინიშნა, რომ “პრეზიდენტის სიცოცხლის ხელყოფის ნებისმიერი მუქარა ყოველთვის სერიოზულად უნდა იქნას მიღებული, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მუქარა საჯაროდ არის გაცხადებული მკაფიო და კონკრეტული ტერმინებით.”
კომენტარები