თბილისის აეროპორტში რეისების მოძრაობა დილის 10:00 საათიდან აღდგა, – განუცხადა TAV Georgia-ს წარმომადგენელმა ამირან მამალაძემ „იმედინიუსს“.
მისი თქმით, ნისლის გამო მთელი ღამის განმავლობაში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ვერ ხერხდებოდა ვერც მოფრენა და ვერც გაფრენა.
„ღამით ნისლი იყო. დაბალი ხილვადობის გამო ვერ ხერხდებოდა რეისების მოფრენა და გაფრენა. 10:00 საათიდან უკვე აღდგა და რაც დაგეგმილი იყო გაგრძელდება რეისები. ერთმა ავიაკომპანიამ მოახერხა მხოლოდ დაჯდომა ღამის განმავლობაში, „აჯეტმა“, – აღნიშნა ამირან მამალაძემ.
კომენტარები