საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი ბეირუთს ეწვია. მისი თქმით, საჭიროა ზეწოლა განხორციელდეს როგორც ისრაელის მთავრობაზე, ასევე „ჰესბოლაზე“, რათა მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიონ.
„ტრაგიკულია, რომ ვერ შევძელით ამ ომის დასრულება, მაგრამ ეს უნდა მოხდეს. ჩვენ უნდა მოვახდინოთ ზეწოლა ისრაელის მთავრობაზე და შევინარჩუნოთ ზეწოლა „ჰესბოლაზე“, რომ მათ მიიღონ აშშ-ის წინადადება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ“, – აღნიშნა ბორელმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
ბორელი ბეირუთში ლიბანის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს, ნაჯიბ მიკატის და ლიბანის პარლამენტის სპიკერს შეხვდა. მათ ქვეყანაში არსებული ვითარება განიხილეს.
კომენტარები