ოპოზიცია პარლამენტში არ შედის და ხელახალ არჩევნებს ითხოვს. ბარიერგადალახული პარტიები, მხარდამჭერებთან ერთად, მე-11 მოწვევის პარლამენტის სხდომის პარალელურად პარლამენტს გარეთ აქციას გამართავენ.
კარვებია გაშლილი პარლამენტის წინ, სადაც საპროტესტო აქციის რამდენიმე ათეულმა მონაწილემ ღამე გაათენა. იყო სიტყვით გამოსვლები სცენაზე, თუმცა აქციაზე შეკრებილთა უმეტესობამ მანიფესტაცია მალევე დატოვა.
რადიკალური ოპოზიციის ლიდერების მხრიდან გაკეთდა რადიკალური განცხადებებიც პოლიციის მიმართ ფიზიკური ძალის გამოყენებაზე.
კომენტარები