თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი მზად არის, ნებისმიერი ფორმით წვლილი შეიტანოს ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევაში.
„ღაზაში ხოცვა-ჟლეტის შესაჩერებლად და ცეცხლის მუდმივი შეწყვეტის დასამყარებლად, ჩვენ, როგორც თურქეთი მზად ვართ, ყველანაირი წვლილი შევიტანოთ“, – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.
ერდოღანმა ასევე ისაუბრა ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის ცეცხლის შეწყვეტაზე.
„ჩვენ კმაყოფილნი ვართ ისრაელსა და ლიბანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით, რომელიც ძალაში შევიდა დღეს დილით. ჩვენ ველით, რომ ყველა მხარე, განსაკუთრებით ისრაელი, შეასრულებს თავის პასუხისმგებლობას, რათა შევინარჩუნოთ სიმშვიდე“, – დასძინა მან.
კომენტარები