საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსთაველის გამზირზე მივიდა, სადაც საპროტესტო აქციას შეუერთდა.
მანამდე, ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტმა კონსულტაციები გამართა დიპლომატიურ კორპუსთან, ასევე ოპოზიციის ლიდერებთან.
„მე ვარ აქ, ამ ხალხთან ერთად, ვიქნები, სადაც შევძლებ მუდამ, იწყება წინააღმდეგობა, რომელიც არ დამთავრდება, ვიდრე არ მივიღებთ ახალ არჩევნებს. ეს არის მიზანი, ეს არის მიზანი შიგნით, ეს არის მიზანი გარეთ, რომ გვქონდეს სრული მხარდაჭერა. არ უნდა დავთანხმდეთ, არ უნდა დავნებდეთ, ეს არის წინააღმდეგობა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მოგვიანებით, პრეზიდენტი სამართალდამცველებს მიუახლოვდა და მიმართა სიტყვებით: „მე მაინტერესებს, ვის ემსახურებით და რატომ, რამდენი ლარისთვის ემსახურებით სხვა ქვეყანას. როგორ არ ფიქრობთ ქვეყანაზე. იზრუნეთ საქართველოს მომავალზე“.