ევროპის მაუწყებელთა კავშირი შეშფოთებას გამოხატავს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობაში დემონსტრანტების შეჭრის გამო.
“ჩვენ შეშფოთებულები ვართ უქმე დღეებზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ოფისში დემონსტრანტების ძალადობრივი შეჭრის მცდელობის გამო. პრესის წარმომადგენლების მისამართით ჩადენილი ძალადობის ან დაშინების ნებისმიერი აქტი ყოვლად მიუღებელია”, – აღნიშნულია განცხადებაში.
გარდა ამისა, ევროპის მაუწყებელთა კავშირი გმობს სამართალდამცველების მხრიდან თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმების ფაქტებს.
„საპროტესტო აქციების დროს სპეცდანიშნულების რაზმი ათობით ჟურნალისტს და მედიის თანამშრომელს ფიზიკურად დაესხა თავს, მათ შორის საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელს დავით ბეჟანიშვილს, რომელიც თბილისში საპროტესტო აქციაზე დაშავდა”, – ნათქვამია განცხადების ტექსტში.