„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ მხარდამჭერებს მიმართა და სთხოვა თავი შეიკავონ ნებისმიერი დაპირისპირებისგან აქციის მონაწილეებთან.
„მე მინდა ბოდიში მოვუხადო ჩვენი პარტიის ყველა მხარდამჭერს – მილიონ ასი ათასზე გაცილებით მეტ ადამიანს, რომლებიც ამ დღეებში რბილად, რომ ვთქვათ ძალიან გვამუნათებენ – რატომ არ ვიყენებთ მათ რესურსს. ერთადერთი მიზნით, მეგობრებო, ერთადერთი მიზნით გაიძულებთ, დიდი ბოდიში, ამ სიტყვის კარგი გაგებით გაიძულებთ მოთმინებას, რომ ამ ქვეყანაში არ იყოს სამოქალაქო დაპირისპირება. თორემ ზუსტად ვიცით, კი ბატონო, გავიმეორებ თქვენს სიტყვებს, რომ ერთ საათში გადავუვლით მათ. არ უნდა დავუშვათ ეს არავითარ შემთხვევაში. არანაირ გადავლაზე არავინ არ ვიფიქროთ. მოვითმინოთ იმიტომ, რომ ამ მოთმინებით ბევრი საქმე გავაკეთეთ ამ ქვეყნისათვის. თორემ არ მიხარია მეც, პირადად, ემოციურად, ქართველ კაცს, რომ ის საზიზღრობები ვითმინო, რასაც ისინი კადრულობენ“, – განაცხადა მდინარაძემ.
მდინარაძემ მოუწოდა ამომრჩევლებს სიფრთხილისკენ და მოთმინებისკენ, რამეთუ ეს არის მათი მიზანი და დღის წესრიგი, არეულობის და ქაოსის სქემა კი მათ წისქვილზე დაასხამს წყალს.
„ჩვენ მშვიდობით უნდა მოვიგოთ ეს დიდი ომი, რომელშიც პატარ-პატარა ბრძოლებს ვიგებთ, ამ ბრძოლასაც მოვიგებთ“, -აღნიშნა მდინარაძემ.
მისი თქმით, მმართველმა გუნდმა ძალიან დიდი თავის ტკივილი ცოტა ადრე გადმოიტანა და ოპოზიციას მოუწია სპონტანურად, არაორგანიზებულად მოქმედება. მდინარაძემ ასევე აღნიშნა, რომ 16-20 დეკემბრისთვის იგეგმებოდა უფრო მასშტაბური გეგმები