საქართველოში ყველას მოვუწოდებ, გაითვალისწინონ არჩევნების შესახებ ეუთო/ოდირ-ის საბოლოო ანგარიში, – განაცხადაეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიის საკითხებში, ლუიშ გრასამ.
„როგორც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წინასწარ დასკვნებშია აღნიშნული, არჩევნები ჩატარდა ღრმა პოლარიზებულ გარემოში, რასაც დღესაც ვხედავთ. ყველას მოვუწოდებ, გაითვალისწინონ არჩევნების შესახებ ეუთო/ოდირ-ის საბოლოო ანგარიში. მოვუწოდებ ყველა მხარეს, ჩაერთონ კონსტრუქციულ და ღია დიალოგში ნდობის აღდგენისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა მზად არის, დაეხმაროს დიალოგის ხელშეწყობაში და მხარი დაუჭიროს გადაწყვეტილებებს, რომლებიც ხელს შეუწყობენ დემოკრატიულ და კონსტიტუციურ წესრიგს, კანონის უზენაესობასა და ყველა ქართველის კეთილდღეობას. ეს ასევე მოიცავს ნებისმიერ ჩართულობას ეუთო/ოდირ-ის საბოლოო ანგარიშის რეკომენდაციების ეფექტური განხორციელების უზრუნველსაყოფად, რომელიც უნდა განიხილებოდეს პარლამენტში“, – დასძინა მან.