“იყო მოთხოვნა – მათ შორის პრეზიდენტ ზურაბიშვილისგანაც, რომ არ ვაღიაროთ არჩევნების შედეგები, მაგრამ თუ ის სამართლიანი იყო და ეს ქართველი ხალხის ნებაა, ჩვენ მას პატივი უნდა ვცეთ,“ – ეს განცხადება ბრიუსელში, ნატო-ს მინისტერიალის შეხვედრამდე, ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა მედიასთან გააკეთა . ქსავიე ბატელი ამბობს, რომ მას სურს კონკრეტული ანგარიშის ნახვა, რამდენად სამართლიანად ჩატარდა არჩევნები საქართველოში.
“საქართველოში მიმდინარე მოვლენები არ არის კარგი. ჩვენ როდესაც ვუთხარით საქართველოს, რომ არიან უფრო ახლოს ევროკავშირთან და ჩვენ გავხსენით ამაზე დისკუსია ევროკავშირში, მათ გადაწყვიტეს, რომ ეს უკვე გარანტირებული აქვთ და რაც უნდათ, იმის გაკეთება შეუძლიათ. ვხედავ, რომ მთავრობასა და პრეზიდენტს შორის არის დიდი შიდა პრობლემები. ჩვენ გვთხოვეს, არ ვაღიაროთ არჩევნები, ეს თხოვნა იყო პრეზიდენტისგანაც კი. ვისურვებდი ანგარიშის ნახვას იმის შესახებ, იყო თუ არა ეს არჩევნები სამართლიანი, მაგრამ ეს თუ ქართველი ხალხის ნებაა, ჩვენ მას პატივი უნდა ვცეთ. ჩვენ გვინდა დისკუსიის გაგრძელება, თუ მათ არ სურთ ევროკავშირთან დაახლოება, მაგრამ ვფიქრობ, ეს არაა ქართველების ინტერესში,“ – აცხადებს ბატელი.