მიხეილ ჯანელიძე და თინა ხიდაშელი, რომლებიც პრემიერ-მინისტრთან ღია დისკუსიებში მონაწილეობისთვის მზადყოფნას აფიქსირებდნენ, დღეს დაგეგმილ დისკუსიებზე არ მივლენ. მათ შესაბამისი განცხადებები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს.
მიხეილ ჯანელიძე წერს, რომ მისმა გადაწყვეტილებამ, პირველ არხზე პრემიერთან ერთად დებატებში მიეღო მონაწილეობა, საზოგადოების უკურეაქცია გამოიწვია.
„შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება არ მივიდე საზოგადოებრივ მაუწყებელზე დღეს დაგეგმილ ეთერში, რათა არ გამოვიწვიო საზოგადოების კიდევ უფრო გაღიზიანება და პატივი ვცე მათ ემოციებს. როგორც ადრეც დავაფიქსირე, არა პროტესტანტების, არამედ, ჩემი ინიციატივით მივდიოდი, და ნამდვილად არ მაქვს სურვილი, რომ ამ ქმედებამ რაიმე სახის ლეგიტიმაციის შესახებ ეჭვი გააჩინოს საზოგადოებაში”, – წერს ჯანელიძე.
თინა ხიდაშელმა საკუთარი პოზიცია ჯანელიძის განცხადებიდან მალევე დააფიქსირა.
„პაპუნას გზავნილის შემდეგ დებატები არ იქნება. იმის მიუხედავად რა და როგორ მიმაჩნია სწორად, ამას აღარ აქვს მნიშვნელობა”, – წერს ხიდაშელი.