მათთვის ქართველი ჯარისკაცი, საქართველოს ინტერესი, ქვეყნის ღირსება არაფერს ნიშნავს. ესენი არიან კოლექტიური რადიკალები, კოლექტიური ნაცმოძრაობა მათი ლიდერის ‒ კეზერაშვილის თამადობით, რომელიც ქართული ჯარის ძარცვაშიამხილებული, ‒ განაცხადა იუსტიციის მინისტრმა ანრი ოხანაშვილმა.
მისი თქმით, სახელმწიფოს ყველა მსგავს საკითხზე ადეკვატური, სამართლებრივი რეაგირება ექნება.
„შემთხვევითი არ არის, რომ იმ გმირი ბიჭების, გმირი თანამშრომლების სახელებს და გვარებს ასაჯაროებენ, რომლებიც აგვისტოს ომში იბრძოდნენ. ალბათ დამთხვევაც არ არის ის, რომ ჩვენ დღეს ვსაუბრობთ ამ ხალხის მიერ აგვისტოს ომამდე მცირე ხნით ადრე ქართული ჯარის გაძარცვაზე. მათთვის ქართველი ჯარისკაცი, საქართველოს ინტერესი, ქვეყნის ღირსება არაფერს ნიშნავს. ესენი არიან კოლექტიური რადიკალები, კოლექტიური ნაცმოძრაობა მათი ლიდერის ‒ კეზერაშვილის თამადობით, რომელიც ქართული ჯარის გაძარცვაშიამხილებული. რა თქმა უნდა, ეს ხალხი მაქსიმალურ რადიკალიზაციას აგრძელებს და ამას უკვე აკეთებს გმირი მებრძოლი პირების წინააღმდეგ. შესაბამისად, ჩვენ ყველა საკითხზე გვექნება ადეკვატური, სამართლებრივი რეაგირება. ეს არის ყოვლად დაუშვებელი, სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული მორიგი ნაბიჯი“, ‒ განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.