„რადიო თავისუფლების“ ევროპული ბიუროს ხელმძღვანელი რიკარდ იოზვიაკი სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ დღეს ევროკავშირის ელჩები რუსეთისთვის ახალი სანქციების შემოღებაზე ვერ შეთანხმდნენ.
„დღეს ევროკავშირის ელჩებმა ვერავითარ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღებასთან დაკავშირებით. ჯერ ისევ მხოლოდ არსებული სანქციების მოსაბეზრებელი გახანგრძლივება მოხდა“, – დაწერა იოზვიაკმა.
ცნობისთვის, დღეს ევროკავშირის ელჩებს რუსეთისთვის სანქციების მეთხუთმეტე პაკეტზე უნდა ემსჯელათ და შეთანხმებისთვის მიეღწიათ. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირი უკვე მესამედ ვერ აღწევს შეთანხმებას რუსეთისთვის სანქციათა ახალი პაკეტის შემოღებასთან დაკავშირებით.
კომენტარები