თბილისს დღეს, გამთენიისას, 03:45 საათზე ნინო სურგულაძის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ნატვრის ხის“ მოწვევით, მსოფლიოში ცნობილი დირიჟორი კარლო პონტი ეწვევა. კარლო პონტი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში 15 ივნისს დაგეგმილ საქველმოქმედო სპექტაკლს უდირიჟორებს, რომელსაც საპატიო სტუმრის სტატუსით მსოფლიოს კინოვარსკვლავი სოფი ლორენი დაესწრება.
საქველმოქმედო სპეკტაკლს საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრში მსოფლიოში აღიარებული რეჟისორი მარკო განდინი დადგამს, ქორეოგრაფიის ავტორი კი ლა სკალაში მოღვაწე ჯანლუკა სკიავორია. პროექტის ავტორები არიან კარლო პონტი და ნინო სურგულაძე.
ღონისძიების ფარგლებში საქართველოში პირველად ორი ნაწარმოები შესრულდება, ბალეტი და მონო ოპერა, ფრანცისკ პულენკის და ნინო როტას უნიკალური მუსიკა, რომელშიც მთავარ პარტიებს ნინო ანანიაშვილი და ნინო სურგულაძე შეასრულებენ. 15 ივნისის საქველმოქმედო საღამოდან შემოსულ თანხას ფონდი „ნატვრის ხე“ ბავშვების სიცოცხლის გადარჩენას მოახმარს.