რაში აწყობს ხელისუფლებას ვიღაც პირბადიანმა ირბინოს ქუჩებში და მომიტინგეებს გაუსწორდეს, ან თუნდაც თავს დაესხას ღია ეთერში „ტვ პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორს, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ გადაცემაში „იმედი LIVE“.
„საზოგადოების დიდი ნაწილში კარგად ხედავენ, რომ ეს არის საწყისი რაღაც ძალიან ცუდი პროცესის, რომელიც იმდენად ბოროტია, რომ საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს.
რომ გადავხედოთ ისტორიას, უკრაინაში ამით დაიწყო: ვიღაც გამოჩნდა პირბადით, რომლებმაც ერთსა და მეორე მხარესაც გარკვეული ზიანი მიაყენეს და ყველამ ჩათვალა, რომ ეს არის მთავრობის მიერ ორგანიზებული ჯგუფი. ამ დროს იმოქმედეს ისე, რომ რაც შეიძლება მეტი ხალხი ყოფილიყო გაღიზიანებული. ამ დროს შეიქმნა მეორე ჯგუფი, რომელიც იმას დაუპირისპირდა საზოგადოების დასაცავად და ამ დაპირისპირებაში წარმოიქმნა ისეთი სიტუაცია, სადაც სისხლის ღვრა უკვე გარდაუვალი იყო, მაგრამ ეს არ ხდებოდა, აქედან გამომდინარე გამოჩნდა ვიღაც, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა და მომიტინგეებს მიაყენა ჭრილობები. შესაბამისად პასუხი იყო ძალიან სასტიკი, პოლიციელები ამობუგესსაპოლიციო მანქანაში და ამ პროცესმა უკვე შეუქცევადი ხასიათი მიიღო“, – აღნიშნა ვოლსკიმ.