თვითმმართველობის არჩევნებზე დაადასტურონ ქალაქებისა და სოფლების მიხედვით, იმდენ ხმას, რაც აიღეს, კიდევ თუ აიღებენ, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ ოპოზიციაზე საუბრისას.
„მთავრობა დანიშნულია, პრემიერ-მინისტრი არჩეულია, სამთავრობო პროგრამა დამტკიცებულია, პარლამენტი შეკრებილია და კონსტიტუციით ავირჩევთ საქართველოს პრეზიდენტს – რას აპროტესტებს ეს ხალხი, რა არის ამის მიზეზი?! ეს ხალხიც ვერ ამბობს, რომ ახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ, რადგან მაშინ, მათ უკან უნდა გამოჩნდნენ ის პოლიტიკური ძალები, ვინც ამაზე პასუხისმგებლობას აიღებენ. 2 მილიონ 100 ათასი ადამიანის მიერ მონაწილეობამიღებულ არჩევნებზე გამოდის რამდენიმე ათასი ადამიანი და ამბობს, რომ თქვენ, ვინ აირჩიეთ არ გვაინტერესებს და დავნიშნოთ ახალი არჩევნებიო.
დანიშნულია 4 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, მოემზადონ, მოვიდნენ. 2021 წელს, თვითმმართველობის არჩევნებზე ჩვენ დავამტკიცეთ, რომ 2020 წელს რა ხმებიც მივიღეთ, ჩვენ ეს მხარდაჭერა და ამომრჩეველი ნამდვილად გვყოლია“, – აღნიშნა ვლადიმერ ბოჟაძემ.