„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.
აღკვეთის ღონისძიების სახის შეცვლის მოთხოვნით სასამართლოს პროკურატურამ მიმართა. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ალეკო ელისაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 დეკემბერს შეუფარდა.
ელისაშვილი 4 დეკემბერს, სასტუმრო „ქორტიარდ მარიოტთან“ დააკავეს. საგამოძიებო უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2 დეკემბერს თბილისში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ აფთიაქთან ალექსანდრე ელისაშვილი „აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარეს, ალი ბაბაევს თავს დაესხა და სიტყვიერი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. უწყების ცნობით, მას ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც გულისხმობს ძალადობის გამოყენებით ჩადენილ დევნას.