ცოტა ხნის წინ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე საპატრულო პოლიციამ ორი ადამიანი დააკავა.
როგორც „იმედინიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ორივე მათგანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზეა დაკავებული.
ამასთან, მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს.
კომენტარები