უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრიი ერმაკმა განაცხადა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებები მხოლოდ მაშინ დაიწყება, როდესაც რუსეთს ომის გასაგრძელებლად რესურსი არ ექნება.
ანდრიი ერმაკის თქმით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეალური მოლაპარაკებების დასაწყებად, რუსეთს უნდა ჩამოერთვას რესურსები ომის გასაგრძელებლად.
„რეალური მოლაპარაკებები მდგრადი მშვიდობისთვის მხოლოდ მაშინ დაიწყება, როდესაც მტერს აღარ ექნება რესურსი ომის გასაგრძელებლად, ამიტომ წინ წარმოუდგენლად დიდი სამუშაოა“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა.
კომენტარები