სან-ფრანცისკოს ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ, მრავალმილიარდიანი ტექნოლოგიური კომპანიის, Cash App-ის დამფუძნებლის, ბობ ლის მკვლელობისთვის, ტექნიკური მეწარმე – 40 წლის ნიმა მომენი გაასამართლა.
ნიმა მომენის მკვლელობისთვის მინიმუმ 15 წელი, მაქსიმუმ კი სამუდამო პატიმრობა ემუქრება.
ნაფიცი მსაჯულები, განაჩენის გამოცხადებამდე შვიდი დღის განმავლობაში მსჯელობდნენ,
განაჩენის შემდეგ, მისტერ ლის ძმამ, ოლივერ ლიმ თქვა, რომ მისი ოჯახი “კმაყოფილი იყო შედეგით”.
“გვიხარია, რომ ნიმა მომენი არ იქნება ქუჩაში, აღარ აქვს შესაძლებლობა ამქვეყნად ვინმეს ზიანი მიაყენოს,” – თქვა მან.
43 წლის ბობ ლი, 2023 წლის 4 აპრილის, გამთენიისას სასიკვდილოდ დაჭრეს.
პოლიციამ ის უგონო მდგომარეობაში იპოვა, ბობ ლის გულმკერდის არეში დანით ორი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. მოგვიანებით კი, ის საავადმყოფოში გარდაიცვალა.