პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერმა, მარინ ლე პენმა განაცხადა, რომ ემანუელ მაკრონის გადადგომის შემთხვევაში, ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია ავრცელებს.
მარინ ლე პენის თქმით, ის ემზადება ამ ჰიპოთეზისთვის „ემანუელ მაკრონის სისუსტის გათვალისწინებით, იმ რამდენიმე ინსტიტუციური ბერკეტის გათვალისწინებით, რაც მას დარჩა“.
„მისი [მაკრონის] მდგომარეობა ძალიან მყიფეა. მას პრობლემები შეიძლება შეექმნას საკუთარი ბლოკიდან, რომელიც შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს პრემიერ-მინისტრს. არსებობს უამრავი მიზეზი, რამაც შეიძლება უბიძგოს ემანუელ მაკრონს თავისი საპრეზიდენტო მანდატის დასრულებისკენ“, – განაცხადა მარინ ლე პენმა.
კომენტარები