არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, რომელიც პარლამენტს არალეგიტიმურად მოიხსენიებს, პარლამენტშივე სამუშაოდ სტაჟირების ვაკანსიას აცხადებს.
შესაბამისი ვაკანსია „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ვებგვერდზე 18 დეკემბერს გამოქვეყნდა. ორგანიზაცია განაცხადების მიღების ბოლო ვადად 6 იანვარს უთითებს.
„განცხადებების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 6 იანვარი. არასრულად წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება. გასაუბრებაზე მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები. წერილის სათაურში გთხოვთ, მიუთითოთ “საპარლამენტო სტაჟირება“, – ვკითხულობთ ორგანიზაციის ვებგვერდზე.
შეგახსენებთ, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და არალეგიტიმურს უწოდებს როგორც პარლამენტს, ისე – საკანონმდებლო ორგანოს მიერ არჩეულ პრეზიდენტსაც. „არალეგიტიმური პარლამენტის მიერ „არჩეული“ პრეზიდენტი თავადაც არალეგიტიმურია“ – სწორედ ასე გამოეხმაურა ორგანიზაცია 14 დეკემბერს, მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტად არჩევას.