სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ თუ უკრაინა რუსეთის გაზის ტრანზიტის ნებართვას არ გასცემს მისი ტერიტორიის გავლით, სლოვაკეთსა და უკრაინას შორის შესაძლოა კონფლიქტური სიტუაცია წარმოიშვას, – განაცხადა ფიცომ.
„თუ ზელენსკი არ შეუშვებს ჩვენს გაზს, შეიძლება დაიწყოს სერიოზული კონფლიქტი“, – განაცხადა ფიცომ.
ფიცოს განცხადებით, ზელენსკიმ გამორიცხა კონტრაქტის გაგრძელების შესაძლებლობა და თავისი შეთავაზებები წარმოადგინა. მათ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა აბსურდული უწოდა.
„მაგალითად, ის (ზელენსკი) გააგრძელებს ტრანზიტს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ არ გადავუხდით ფულს მომწოდებლებს კონფლიქტის დასრულებამდე. რომელი სულელი მოგვაწვდის გაზს უფასოდ?“, – აღნიშნა ფიცომ.
როგორც ცნობილია, სლოვაკეთი რუსულ გაზს უკრაინის ტერიტორიიდან იღებს. გრძელვადიანი კონტრაქტი „გაზპრომსა“ და „ნაფტოგაზ უკრაინას“ შორის ამ წელს იწურება. უკრაინის ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ არ აპირებს ამ კონტრაქტის გაგრძელებას.