კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელი და ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის მომავალი თანახელმძღვანელი, ილონ მასკი რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების ირგვლივ შექმნილ ვითარებას ეხმაურება.
„როგორ შეიძლება მოსამართლემ გააუქმოს არჩევნები და არ მიიჩნეოდეს დიქტატორად?“ – აღნიშნა ილონ მასკმა.
6 დეკემბერს, რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები გააუქმა.
პირველი ტურის შედეგებმა აჩვენა, რომ კალინ ჯორჯესკუმ ყველაზე მეტი ხმა მოიპოვა.
კომენტარები