„ხალხის ძალის“ წევრი ლევან კოჭლოშვილი ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნის გამოქვეყნებას ეხმიანება, რომლით მიხედვითაც, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში ჩატარდა კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში.
როგორც კოჭლოშვილი აღნიშნავს, საინტერესოა კოლექტიური ნაცმოძრაობის დეპუტატები შეასრულებენ თუ არა მოქალაქეებისთვის მიცემულ სიტყვას და მიმართავენ თუ არა ოფიციალურად პარლამენტს უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით?
„ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნის მიხედვით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში ჩატარდა კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში. ამავე დროს ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ოპოზიციას კონსტრუქციულობისკენ მოუწოდა, შეხვდა პრემიერს, პარლამენტის თავმჯდომარეს, რაც ფაქტობრივად ნიშნავს არჩევნების შედეგების აღიარებას.
ვეკითხები კოლექტიური ნაცმოძრაობის დეპუტატებს. შეასრულებენ თუ არა ჩვენი მოქალაქეებისთვის მიცემულ სიტყვას და მიმართავენ თუ არა ოფიციალურად პარლამენტს უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით?
როგორც არაერთხელ მომხდარა, ამჟამადაც დესტრუქციული ოპოზიციონერები გატეხენ ამომრჩევლებისადმი მიცემულ სიტყვას, მარტივად რომ ვთქვათ ეცდებიან მათ გადაგდებას, რადგან თავიანთ ამომრჩევლებს მათივე სიტყვებით რომ ვთქვათ, “სასარგებლო იდიოტებს” უწოდებენ. მორიგი გადაგდება ნამდვილად უცხო არ იქნება მათთვის.“-წერს ლევან კოჭლოშვილი.