უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ქალაქ ყაზანზე დრონებით იერიში მიიტანა. თათრეთის რესპუბლიკის თანამდებობის პირების მტკიცებით, თავდასხმა, სულ მცირე, რვა დრონის გამოყენებით მოხდა, რომელთაგან 6 მოხვდა საცხოვრებელ შენობებს, ერთი ინდუსტრიულ დაწესებულებას და ერთი მდინარის თავზე ჩამოაგდეს.
ქალაქის მერის თქმით, დრონები შეეჯახა საცხოვრებელ შენობებს სოვეცკისა და პრივოლჟსკის უბნებში. ასევე, მოხდა სკოლის მოსწავლეთა ნაწილის ევაკუირება და მათი უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა. თავდასხმის შედეგად ასევე დროებით დაიკეტა ყაზანის აეროპორტი.
სოციალურ ქსელში ყაზანის მაცხოვრებლები ავრცელებენ თავდასხმის ამსახველ ვიდეოებს.
კომენტარები