ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის – ENQA-ს წევრობა „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს“ არ შეჩერებია, – განაცხადა „დღის ქრონიკაში“ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ლაშა მარგიშვილმა.
„განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი“ არის ENQA-ს სრული წევრი ორგანიზაცია და მათი პროტოკოლისა და პროცედურების მიხედვით, როდესაც ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტო შეუსაბამობას იღებს ერთ-ერთ სტანდარტთან მიმართებით, ასოციაცია არ რიცხავს თავის სრულ წევრებს და მათ აძლევს დაახლოებით 2-წლიან ვადას, რომ რეკომენდაციების შესრულებაზე იმუშაოს. რეკომენდაციების ნაწილი, რომელიც ეხებოდა ცენტრის დამოუკიდებლობას, გათვალისწინებულია, თუმცა რჩება გარკვეული რეკომენდაციები, რომელზეც ვაპირებთ რომ ვიმუშაოთ“, – აღნიშნა ლაშა მარგიშვილმა.