ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ირაკლი კირცხალიას განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის მიერ რიგგარეშე არჩევნების დაანონსება არც საკონსტიტუციო და არც სამართლებრივ ჩარჩოში არ ჩაჯდებოდა, პირიქით, სისხლის სამართლის დანაშაულთანაც გვექნებოდა საქმე.
„არის სცენარი ჩამოსული, რომელი დავალება და სცენარი, ყველანაირი ფასით, მათ უნდა განახორციელონ და უნდა მიჰყვნენ ბოლომდე სალომე ზურაბიშვილის ერთგვარი ლიდერობით. იმ მაგიდასთან, ალბათ იყო ვიღაც ჭკვიანი, რომელმაც ურჩია, რომ არც საკონსტიტუციო და არც სამართლებრივ ჩარჩოში სრულიად არ ჯდებოდა და პირიქით, სისხლის სამართლის დანაშაულთანაც გვექნებოდა საქმე, როდესაც ე.წ. პრეზიდენტი აქ დაგვიანონსებდა რიგგარეშე არჩევნებს. მინდა, საზოგადოებას განვუმარტო, რომ საამისოდ არსებობს ძალიან რეგლამენტირებული და სამართლებრივი ჩარჩოები“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.