ბესო დანელია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
”აქამდე ძალიან ბევრ რამეს და ვინმეს ვითვალისწინებდი და ეს არასდროს გამიხმოვანებია , მაგრამ რადგან აქამდე მიხვედით და შუბლის ძარღვი ბოლომდე გაიწყვიტეთ , მეც აღარაფერი მაქვს თქვენთან მოსარიდებელი! დაე ყველამ იცოდეთ : 2008 წლის 8 აგვისტოს, როდესაც ჩვენი გმირი ბიჭები მტერს აკვდებოდნენ , ,,თიბისი ბანკის,,- ვაკის ოფისიდან გამოვიდა 2 სატვირთო მანქანა , რომელიც სრულად იყო დატვირთული ფულით , ოქროთი და ძვირფასი ქვებით ! მათ წითელი-ხიდის გავლით გადაკვეთეს საქართველოს საზღვარი და აზერბაიჯანის საბაჟოს უფროსის მოადგილის ეზოში დაბინავდნენ . ომის დამთავრებამდე იქ იდგნენ და შემდეგ დაბრუნდნენ საქართველოში . მამუკა ხაზარაძე რა მორალური უფლება გაქვს შენ მიმართო ქართულ ჯარს ? რატომ მაშინ არ გაგახსენდა სამშობლო , ქართული ჯარი , ჩვენი დაღუპული ბიჭები და თუნდაც მათი ოჯახები!? შენი აუარებელი ქონებიდან და თუნდაც იმ ორი კამაზიდან – ერთი პროცენტი მაინც რატომ არ მოახმარე მათ და მათ ოჯახებს , ეხლა , რომ ,,ევრო-მაიდანს ,, გვიფინანსებ და გადატრიალების მოწყობას ლამობ ქვეყანაში ! ყველა ჩემს სიტყვაზე ვაგებ პასუხს და ჩემს მიერ გაჟღერებული ინფორმაციის შესახებ ფაქტები დევს სადაც საჭიროა ! ისე ნუ იზამთ ისეთები გავაჟღერო , რომ ამ ქვეყანაში არ დაგედგომებოდეთ ცოტა ,, აკურატნად-იყავით ,, ! თქვენი ქონების და პირადი კეთილდღეობის გარდა არაფერი გაღელვებდათ და გაღელვებთ . წადით ნახეთ თქვენი გზა და საკეთებელი ბიძიკო . მევახშეების ჩოლოყაშვილობა არსად გაგონილა !”