“ჯერ კიდევ პრეზიდენტი, ერთპარასკევ დარჩენილი სალომე ზურაბიშვილი ძალიან წვალობს, რომ თავისი პატრონის დავალება შეასრულოს, რომელიც გულისხმობს არჩევნების ჩატარებას საქართველოში”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, არჩილ გორდულაძე აცხადებს.
“არჩევნები უკვე ჩატარდა და მას უნდა, რომ ახლა “ფანჩატური 3” ჩამოაყალიბოს და ამ “ფანჩატურ 3-ში” როგორმე მონაწილეობა მიაღებინოს “ქართული ოცნების” გუნდის წარმომადგენლებსაც და იქამდეც კი გაკადნიერდა, რომ ჩვენს საპატიო თავმჯდომარესაც კი მოუწოდებს, რომ ამ ფარსში მონაწილეობა მიიღოს და ამ ფარსში მონაწილეობას “ქართული ოცნების” გუნდის არცერთი წარმომადგენელი არ ვაპირებთ იმიტომ, რომ ეს ფარსი მხოლოდ და მხოლოდ მიმართულია ჩვენს ქვეყანაში დესტრუქციის შემოტანისთვის”, – აცხადებს გორდულაძე.
კომენტარები