მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ ადასტურებს, რომ რუსეთის მიერ გაშვებულმა რაკეტამ მოლდოვის საჰაერო სივრცე დაარღვია. ამის შესახებს სანდუმ სოციალურ ქსელში დაწერა.
„მაშინ როდესაც ჩვენი ქვეყნები შობას აღნიშნავენ, კრემლი ირჩევს ნგრევას – თავს ესხმის უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას და არღვევს მოლდოვის საჰაერო სივრცეს რაკეტით. ეს არის საერთაშორისო სამართლის მკაფიო დარღვევა. მოლდოვა გმობს ამ ქმედებებს და სრულ სოლიდარობას უცხადებს უკრაინას“, – წერს მაია სანდუ.
ცნობისთვის, 25 დეკემბრის შობის ღამიეს რუსეთმა უკრაინაზე მასირებული სარაკეტო იერიში მიიტანა. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის ძალებმა 70-ზე მეტი რაკეტა და 100-ზე მეტი დრონი გაუშვეს. უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 50-ზე მეტი რაკეტისა და დრონების მნიშვნელოვანი ნაწილის ჩამოგდება შეძლო.