რადიკალური ჯგუფებისთვის „კანვასის“ ტრენინგები არის სინამდვილეში კონსტიტუცია, – განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილმა.
„რადიკალური ჯგუფები მუდმივად ტრიალებენ „მაკკეინის ინსტიტუტის“ დასკვნასა და მსგავს ტრენინგებს შორის, მათ მეტი თვალსაწიერი არ გააჩნიათ. ამიტომ, ყალბია, როდესაც საუბრობენ, რაღაცის თვითორგანიზებაზე“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.
საპროტესტო აქციის მონაწილეები ცოცხალი ჯაჭვის გაკეთებას გეგმავენ, რაც მმართველი გუნდისთვის „კანვასის“ ტრენინგების პრაქტიკული განხორციელების მორიგი მაგალითია. ცოცხალი ჯაჭვის ტაქტიკაზე „კანვასის“ მიერ ორგანიზებულ ტრენინგებზე იყო საუბარი. ტრენინგებზე ასევე საუბარი იყო პროცესში სტუდენტების მონაწილეობაზეც.
კომენტარები