არ ვაპირებთ, ვუღალატოთ ქართველ ხალხს და მის არჩევანს, რომელიც 26 ოქტომბერს გაკეთდა, მათ შორის, იმ ამომრჩევლების არჩევანს, რომლებმაც ოპოზიციურ პარტიებს დაუჭირეს მხარი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის დასკვნამ პრეზიდენტსა და ოპოზიციას ყველანაირი ბრალდება გაუუქმა.
„მათ უნდათ, რომ არჩევნები საკუთარი გემოთი დაალაგონ, მაგრამ დემოკრატია ასე არ მუშაობს, ხალხის ნება არის გადამწყვეტი. სასაუბროც კი გამოეცალათ. ეუთო/ოდირის დასკვნამ საფუძველი გამოაცალა რბილი ნათქვამია, ფაქტობრივად, გააუქმა ყველა ის ბრალდება, რომელიც მათ ჰქონდათ,“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
კომენტარები