ღაზის სექტორში, ნუსეირათის ბანაკში, ალ-ავდას საავადმყოფოს მახლობლად მომხდარი თავდასხმის შედეგად, 5 ჟურნალისტი დაიღუპა. აფეთქდა მანქანა, რომელშიც მედიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. მომხდარზე ისრაელს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
ღაზის ჯანდაცვის ორგანოების თქმით, 5 ადამიანი დაიღუპა და 20 დაიჭრა ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად ქალაქ ზეიტუნში. დაბომბვის შედეგად, დაინგრა შენობა და არ გამორიცხავენ, რომ ადამიანები ნანგრევებში ჯერ კიდევ იყვნენ მოყოლილნი.
ქალაქ აშკელონზე მიიტანზე იერიში იემენელმა ჰუსიტებმა. მათი ინფორმაციით, სამიზნე სამრეწველო ზონა იყო თუმცა, ისრაელის განცხადებით, დრონი ღია ტერიტორიაზე ჩამოვარდა.
მსგავსი ქმედებისთვის ჰუსიტების კვლავ ემუქრება ისრაელის პრემიერ მინისტრი. ბენიემინ ნეთანიაჰუს თქმით, იემენელი “ჰუსიტები” ისრაელის სხვა მტრების მსგავსს ბედს გაიზიარებენ.
ამავე დროს, ისრაელი და “ჰამასი” ცეცხლის შეწყვეტის შეუთანხმებლობას ერთმანეთს ადანაშაულებენ. “ჰამასი” ამბობს, რომ ისრაელმა დამატებითი პირობები წამოაყენა, ნეთანიაჰუ კი ამტკიცებს, რომ “ჰამასმა” უკვე მიღწეული შეთანხმება დაარღვია.