რუსეთის ძალებმა ნიკოპოლის ცენტრალურ ბაზარზე დარტყმა განახორციელეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის საგანგებო სამსახურები ავრცელებენ.
მედიის ცნობით, დარტყმის შედეგად დაშავებულია რვა ადამიანი, მათგან შვიდი ჰოსპიტალიზებულია, სამი დაშავებულის მდგომარეობა კი მძიმეა.
არსებული ინფორმაციით, დაზიანებულია სავაჭრო დაწესებულებები. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ქალაქის ცენტრალურ ბაზარზე თავდასხმა კამიკაძე-დრონით განხორციელდა.
კომენტარები