დასავლეთ ევროპაში უკრაინის გამარჯვებამდე მხარდაჭერის მაჩვენებელი მკვეთრად შემცირდა. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი YouGov-ის გამოკითხვაზე დაყრდნობით ავრცელებს.
YouGov-მა გამოკითხვა დეკემბერში ჩაატარა საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში, ესპანეთში, შვედეთში, დანიასა და დიდ ბრიტანეთში.
გამოკითხვის შედეგები ცხადყოფს, რომ ბოლო 12 თვის განმავლობაში შვიდივე ქვეყანაში შემცირდა საზოგადოების სურვილი, უკრაინას მხარი გამარჯვებამდე დაუჭირონ.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ქვეყნებში გაიზარდა კონფლიქტის ალტერნატიული გზით გადაწყვეტის მომხრეთა რაოდენობა.
გამოკითხვის შედეგების თანახმად, რუსეთის დამარცხებამდე უკრაინის მხარდაჭერის მზაობა კვლავ მაღალია შვედეთსა (50%) და დანიაში (40%), ხოლო დიდ ბრიტანეთში ეს მაჩვენებელი 36%-ს შეადგენს, თუმცა ეს მონაცემები იანვრის მაჩვენებლებთან შედარებით (57%, 51% და 50%) 14 საპროცენტო პუნქტით შემცირდა.
ამასთან, მოლაპარაკების გზით მშვიდობის მიღწევის მხარდაჭერის მაჩვენებელი გაიზარდა იტალიაში – 45%-დან 55%-მდე, ესპანეთში – 38%-დან 46%-მდე, საფრანგეთში – 35%-დან 43%-მდე და გერმანიაში – 38%-დან 45%-მდე.